იყიდება 2-ოთახიანი ბინა m² კორპუსში, ჭყონდიდელის ქუჩაზე
იყიდება ნათელი და კომფორტული 2-ოთახიანი ბინა, 35 კვ.მ, m² კორპუსში, ჭყონდიდელის ქუჩაზე.
ბინა მდებარეობს ძალიან მოსახერხებელ ლოკაციაზე:
მეტრო გოცირიძე – 5 წუთის სავალზე
მეტრო ნაძალადევი – 10 წუთის სავალზე
ბინის აღწერა
ბინაში არის ცალკე საძინებელი ოთახი, სტუდიოს ტიპის მისაღები და სამზარეულო, აბაზანა და აივანი. ბინა ახალი გარემონტებულია, არის ძალიან ნათელი და მყუდრო.
ავეჯი და ტექნიკა
ბინა სრულად არის აღჭურვილი კომფორტული ცხოვრებისათვის. ბინაში განთავსებულია სხვადასხვა საჭირო ავეჯი და ტექნიკა, მათ შორის სარეცხი მანქანა შრობის რეჟიმით, ჩაშენებული ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მაცივარი და ჩაშენებული გამწოვი. საძინებელში დგას საწოლი დიდი სათავსოთი. ბინაში დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა. კონდიციონერი ამ ეტაპზე არ არის, თუმცა მისი კომუნიკაცია უკვე მიყვანილია.
ასევე შეცვლილია შესასვლელი კარი, რომელიც არის მაღალი ხარისხის და კარგად იცავს ხმაურისგან.
ინფრასტრუქტურა
ბინის მდებარეობა ძალიან მოსახერხებელია.
2 წუთის სავალზე მდებარეობს აფთიაქები, მაღაზიები და სუფთა სახლი.
10 წუთის სავალზე არის კიკვიძის პარკი და ჩოგბურთის კორტები.
ეზო
კორპუსის ეზოში არის სტადიონი, საბავშვო სათამაშო მოედანი და ბევრი საპარკინგე ადგილი.
ბინა იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ გასაქირავებლად.