ქირავდება ახალი გარემონტებული, უცხოვრებელი ბინა ქალაქის ცენტრში, თამარ მეფის ქუჩაზე, უნივერსიტეტის გვერდით. ბინაში არის მისაღები ოთახი, იზოლირებული სამზარეულო, ორი საძინებელი და სველი წერტილი. ორივე საძინებელს და მისაღებ ოთახს აქვს თავიანთი იზოლირებილი აივანი.
ბინა აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯით და ტექნიკით, სამზარეულოში არის მაცივარი, გაზქურა, ელექტროღუმელი, სარეცხი მანქანა და ჭურჭლის სარეცხი მანქანა. კორპუსი მდებარეობს ცენტრალურ და მშვიდ ადგილზე. ქირავდება მინიმუმ 1 წლით, პირველი და ბოლო თვის წინასწარ გადახდით.