ქირავდება ბინა საბურთალოზე, მერაბ ალექსიძის ქუჩაზე. იდეალური ლოკაცია, მისასვლელი აქვს როგორც კოსტავას ქუჩის (სპორტის სასახლის), ისე თამარ მეფის გამზირის (ქინგ დევიდის კომპლექსის) მხრიდან. შესანიშნავი ხედით ქალაქზე. სადარბაზოს ემსახურება ორი ლიფტი და აღჭურვილია დამატებით ორი, სათადარიგო ლიფტით. კორპუსს აქვს დაცული ეზო და სადარბაზოები, ასევე მიწისქვეშა ავტოსადგომი.
ფართობი არის 53 კვ.მ, თანამედროვე დიზაინითა და ოპტიმალური განლაგებით. ბინა არის ნათელი, მოიცავს სტუდიოსა და საძინებელს, რომელთაგან თითოეულ მათგანს აქვს ცალკე აივანი. ასევე აქვს იზოლირებული აბაზანა და შესასვლელი. გარემონტებულია უმაღლესი ხარისხის მასალებით, უცხოვრებელია და მიყვანილია საცხოვრებელ კონდიციამდე.
აღჭურვილია ყველანაირი საჭირო ავეჯით, თანამედროვე ტექნიკითა (მაცივარი, გაზქურა და ღუმელი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, კონდიციონერი) და საყოფაცხოვრებო ნივთებით (პირველადი მოხმარების ნივთები, ჭურჭელი და აბაზანის აღჭურვილობა). თითოული ოთახი უზრუნველყოფილია დიდი მოცულობის ჩაშენებული კარადებითა და სათავსოებით.