იყიდება სამსართულიანი კერძო სახლი საგურამოში
იყიდება თანამედროვე, კომფორტული და ფართო სამსართულიანი სახლი საგურამოში. საცხოვრებელი ფართი შეადგენს 560 მ²-ს.
დამატებით:
• 1-ლი სართული – 80 მ² ტერასა
• 2-ე სართული – 17 მ² აივანი
• 3-ე სართული – 24 მ² აივანი
სახლი აღჭურვილია ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო პირობით:
• ცენტრალური გათბობა (პირველ სართულზე – იატაკქვეშა გათბობა)
• ავეჯი და ტექნიკა (სარეცხის მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა და სხვა)
• 5 საძინებელი, მათ შორის 1 მასტერბედრუმი
• 4 სველი წერტილი
• სარდაფი სტელაჟებით
• დაცვის სისტემა და ეზოში დამონტაჟებული კამერები
მოწესრიგებული, გამწვანებული 1300 მ² ეზო, აუზითა და ავტომატური სარწყავი სისტემით.
მესამე სართული დასრულებულია, მხოლოდ ავეჯი არ არის დადგმული.