5 ოთახიანი ბინა სრული რემონტით საირმის გორაზე, პანორამული ხედებით ცენტრალურ პარკსა და წითელ ბაღზე | Axis Palace
იყიდება 5 ოთახიანი (გადატიხრული სამზარეულო/მისაღები ოთახით) ბინა ახალაშენებულ, Axis Palace-ის საცხოვრებელ კომპლექსში, რომელიც მდებარეობს საირმის გორაზე, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ საცხოვრებელ უბანში.
გარშემო არის ყველა საჭირო ობიექტი: სკოლა, საბავშვო-ბაღი, მაღაზიები, ორი პარკი.
პროექტში გათვალისიწნებულია 3 000 კვ.მ. შიდა ეზო და საერთო მოხმარების სივრცეები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა.
პანორამული ვიტრაჟები უზრუნველყოფს განსაკუთრებულ ხედებს ცენტრალურ პარკსა და მთებზე.
დიდი აივნიდან იშლება ხედები წითელ ბაღსა და ყაზბეგის გამზირზე.
ბინის საერთო ფართობი შეადგენს 160 კვ.მ-ს, რომელშიც განთავსებულია:
• სამი საძინებელი
• ორი სველი წერტილი
• დიდი შემოსასვლელი გარდერობით
• მისაღები ოთახი, გადატიხრული სამზარეულოს ზონით (სურვილის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ გახსნათ)
• აივანი
ბინა ბარდება სრული რემონტის მდგომარეობაში, რომელიც განხორციელდება თქვენი გემოვნებით შერჩეული დემას გალერიში წარმოდგენილი პრემიუმ მასალების გამოყენებით (დარჩენილია პროექტის შეთანხმება დეველოპერთან). კომპლექსი ბარდება წლის ბოლოს, ამ ეტაპზე ჩართულია ორივე (სატვირთო და სამზგავრო) ლიფტი, მიმდინარეობს სადარბაზიოებისა და კიბის უჯრედების მოპირკეთება.
კორპუსს ეყოლება კონსიერჟი, უზრუნველყოფილი იქნება მოვლა/პატრონობა და ტექნიკური მონიტორინგი.
ფასი მოიცას 2 საპარკინგე ადგილს მიწისქვეშა სადგომზე.
ბინა წარმოადგენს დღევანდელი თბილისისთვის იშვიათ კომბინაციას - ხედებსა და მშვიდ საცხოვრებელ გარემოს თბილისის ცენტრში.
🌟 აღმოაჩინე კომერციული და საცხოვრებელი უძრავი ქონება საუკეთესო პირობებით — მხოლოდ ჰოუმლენდში!
სანდოობა, ხარისხი და კომფორტი ერთ სივრცეში! 🧡🖤