იყიდება ქართულ ამერიკულ უბანში (ე.წ. ამერიკულ სოფელში), პირველი ტრიპლექსის მესამე თაუნჰაუსი. სახლი გარემონტდა 2010 წელს, თუმცა არის ამჟამად კარგ მდგომარეობაში. შესაძლოა საჭიროებდეს მცირე კოსმეტიკურ რემონტს. სახლს აქვს კარგი ხედები თბილისზე. მდებარეობს თავად უბნის ტერიტორიაზე, რომელიც არის დაცული, აქვს კონდომინიუმის აუზი და სხვა ინფრასტრუქტურა.
სახლს აქვს აგრეთვე საპარკინგე ადგილი. პირველ სართულზე შედსასვლელში იზოლირებული სველი წერტილი. შემდეგ ერთი დიდი ოთახი (დაახლოებით 80 მ2, სადაც მისაღები ოთახი და სამზარეულო ერთ სივრცეშია. მოქმედი ბუხარი. მეორე სართულზე, 2 დიდი საძინებელი. (ერთერთი გარდერობით), ერთი სველი წერტილი და სამრეცხაო.
სრული კომფორტისთვის გარდა დაცვისა, ამხანაგობას ყავს თანამშრომლები რომლებიც უზრუნველყოფენ ტერიტორიის გამწვანებას, სისუფთავეს, აუზის და სხვა ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობას. ამხანაგობა უზრუნველყოფილია მუდმივი წყლით და დენით (გათიშვის შემთხვევაში რეზერვუარის და გენერატორის ხარჯზე).