იყიდება საინვესტიციო-კომერციული დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე დუშეთის რაიონის დასაწყისში, ცენტრალური სამხედრო გზის პირას, პირველ ზოლში. სარეალიზაციო ობიექტი წარმოადგენს 4 საკადასტრო კოდისაგან შემგარ ერთიან სივრცეს და მისი გამოყენება ადგილმდებარეობის, ცენტრალური სამხედრო გზიდან მისადგომის, ავტომობილების პარკირების ადგილის, ცენტრალურ სამზედრო გზასთან განშლის, საფასადე 40 მეტრეზე მეტი პერიმეტრის არსებობის, კომუნიკაციების და ა.შ. სხვა მრავალი დადებითი ფაქტორის გათვალისწინებით, შესაძლებელია გამოყენება სხვადასხვა კომერციული დანიშნულებით. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უკვე გაცემულია სასაწყობე შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვა. აღნიშნული უძრავი ქონების მიმდებარედ უკვე ფუნქციონირებს არაერთი კომერციული ობიექტები: ტექ. ინსპექტირების ცენტრი ,,გრინვეი; 1200 ერთეულზე მეტი ტრაილერის განთავსებისთვის გაანგარიშებული, მოქმედი ,,ტირ პარკი"; სწრაფი კვების ობიექტები; რესტორანი; ავეჯის და სხვა პროდუქციის სავაჭრო ობიექტები და ა.შ., ასევე მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა კომერციული დანიშნულების ობიექტებით აქტიური ათვისება, შესაბამისად მსგავსი მონაცემების/კონდიციის მიწის ნაკვეთები სულ უფრო მეტად ამოწურვადი რესურსი ხდება. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მომიჯნავე მიწის ნაკვეთების შეძენით ვაკანტური მიწის ნაკვეთის საერთო ფართობის გაზრდა.