ქირავდებ სრულიად კეთილმოწყობილი და ყველანაირი ტექნიკით აღჭურვილი კომფორტული ბინა საბურთალოზე. მდებარეობა არის ცენტრალური და ამავდროულად წყნარი, ვინაიდან თვითონ ქუჩა არ არის მოძრავი და ხმაურიანი, ტელევიზიის უკან ხილიანზე.
ბინას გააჩნია 2 საძინებელი, რომელთაც გააჩნიათ თავისივე აივნები. სველი წერტილი აღჭურვილია დიდი ზიმის ვანით და სარეცხი მანქანით. მეორე სველი წერტილი არის მხოლოდ დამატებითი ტუალეტი. სამზარეულოში თქვენ დაგხვდებათ ჩაშენებული ელექტრო ღუმელი და გაზქურა, დიდი ზომის ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მიკროტალღური ღუმელი, ყავის აპარატი, ტოსტერი, მადუღარა და სრული ჭურჭელი. ბინა არის მთლიანად ვიტრაჟული კარ-ფანჯრებით. ორივე საძინებელში და ასევე ყოველდღიურ ოთახში არის ინდივიდუალური კონდიციონერი.
2 თვის წინასწარ გადახდით.
დაამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით WhatsApp-ზე: 511 10 82 63 (ნატა)