იყიდება ახალ აშენებული სახლი ლისის ტბიდან 5 კმ-ში, წოდორეთის დასაწყისთან. სახლი დასრულდა 2023 წელს. ავაშენე ჩვენთვის და არა გასაყიდად, გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის მასალები, აქვს გარედან 5სმ-იანი ქვაბამბა დათბუნება, ალუმინის უმაღლესი ხარისხის კარფანჯარა 3 ცალი მინით (8x6x8) არ ატარებს ხმაურს და სიცივეს. გაკეთებულია ჭაბურღილი და ორი კანალიზაციის სეპტიკი. რემონტი გაკეთებულია Veneto Design-ის კაფელ მეტლახით, Vitra-ს სანტექნიკით და სხვა. სახლს აქვს სარდაფი, პირველ სართულზე არის მისაღები, სამზარეულო, ორი საძინებელი (ერთი გარდერობით), აბაზანა და ცალკე სტუმრის ტუალეტი. მეორე სართულზე არის სამი საძინებელი (1 მასტერი - გარდერობით), ცალკე აბაზანა. სახლს აქვს 3 ვერანდა, ულამაზესი ხედებით. კანალიზაცია, ელექტროობა და სანტექნიკა დაგეგმარებულია ძალიან მაღალ დონეზე, სახლის თითოეულ კუთხეში განთავსებულია ჭები, აყენია Legrand-ის ჩამრთველები, გაჟონვის რელე, ძაბვის მარეგულირებელი და ა.შ. არის მოწყობილი ელექტრო მანქანის დამტენი. ეზოში დარგულია უამრავი ხე-ხილი. დასამთავრებელია სამზარეულო, გარედან ხის ფასადი, აბაზანებში მინის ტიხრები და სხვადასხვა წვრილმანები.