იყიდება ბინა ძველი თბილისის ცენტრში, ყველაზე პრესტიჟულ ადგილას, მთაწმინდის პარკის საბაგირო ასასვლელიდან 100 მეტრში, ახალ აშენებულ ძალიან პრესტიჟულ კორპუსში (ე.წ. სოლოს კორპუსი). კორპუსში არის კონსიერჟი/დაცვა და კოდით ჩაკეტილი სადარბაზო. ბინა იყიდება ავეჯით და ტექნიკით, არის გარემონტებული. სურათებში ნახავთ ნახაზს, სადაც ჩანს რომ დაკანონებულია ვერანდის მიშენება (ზედა და ქვედა მეზობლებს უკვე გაკეთებული აქვთ), ეგ დამატებითი ფართი არ შედის ამჟამინდელ კვადრატულობაში. საძინებელ ოთახს აქვს საკმაოდ ტევადი გარდერობი.