სააგენტოები და ბროკერები ნუ დამიკავშირდებით! სამუშაო საათებში მირჩევნია WhatsApp-ზე გიპასუხოთ.
ქირავდება 59მ2 ბინა ვაჟა ფშაველას მეტროდან 5 წუთის სავალზე, ნუცუბიძის მე-3 პლატოს ასახვევში, კომპანია iBuild-ის პროექტში. ბინას აქვს ხედი წყნეთზე და მთაწმინდაზე. ნუცუბიძის ქუჩამდე არის 200-300 მეტრი. გარშემო არის ყველაფერი, რაც შეიძლება დაგჭირდეთ. არის მე-10 სართულზე (სულ 17)
1) ბინას ცალკე აქვს 8მ2 კაბინეტი, რომელიც სურვილის შემთხვევაში გადაკეთდება 1 საწოლიან საძინებლად (შემიძლია დაგიტოვოთ 2 სართულიანი საწოლი).
2) ბინას მოყვება დაცული, გადახურული საპარკინგე ადგილი.
3) ბინას მოყვება ტექნიკის და ავეჯის სრული კომპლექტაცია (მათ შორის ჭურჭლის სარეცხი მანქანა, სარეცხი+საშრობი მანქანა და სხვა)
ბინა არის 2025 წლის ნოემბერში გარემონტებული, ფაქტიურად უცხოვრებელი.
კომპლექსის ზუსტი ლოკაცია: https://maps.app.goo.gl/qA9sRStLCHaYc26A8