#2753 📍 იყიდება უნიკალური უძრავი ქონება თელავში, სოფელ ჯუღაანში
იყიდება განსაკუთრებული ისტორიის მქონე მიწის ნაკვეთი და მიმდინარე პროექტი თელავში. ტერიტორია ადრე თელავის აგრარულ კოლეჯს ეკუთვნოდა (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა).
მშენებლობის პროცესში აღმოჩენილია 16 ქვევრი, რომელთაგან 15 სრულად შემონახულია. ქვევრების სავარაუდო ასაკი შეადგენს დაახლოებით 250 წელს, ხოლო მათი საერთო ტევადობაა 40,000 ლიტრი ღვინო – იდეალური შესაძლებლობა მარანის, საოჯახო ღვინის წარმოების ან ტურისტული პროექტისთვის.
ქვევრებზე აშენებულია მარანი, ხოლო ზემოთ შესაძლებელია ბინის ან საცხოვრებელი სახლის დასრულება (თავდაპირველი გეგმის მიხედვით საცხოვრებლად იყო გათვალისწინებული).
ტერიტორიაზე შესრულებულია შემდეგი სამუშაოები:
✔ აშენებულია წინა კედელი ძველი, ორიგინალი ქვებით
✔ განახლებულია პატარა დამხმარე ნაგებობის სახურავი (იგეგმებოდა საშხაპე და სველი წერტილები აუზისთვის)
✔ გამოყოფილია ადგილი საცურაო აუზისთვის
✔ მიწა სრულად შემოღობილია
📌 კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურა:
• სამფაზიანი ელექტროენერგია
• გაზი
• წყლის ჭა (წარმადობა 8,000 ლიტრი/სთ)
• 10,000 ლიტრიანი წყლის ავზი
• CCTV კამერები
• გაყვანილია წყლის მილები (მთავარი შენობა, დამხმარე ნაგებობა და აუზი)
• 40–50 მუხის ძელი და ძველი კრამიტი გარე პატიოსთვის
• დამატებითი ძველი აგური
ფასი : 165.000$
599618444