ქირავდება ცალკე მდგომი კომერციული/საოფისე შენობა საბურთალოზე, ჯურხა ნადირაძის ქუჩაზე, ახალი სპორტის სასახლის უკანა მხარეს.
შენობა არის ახალი გარემონტებული და მზადაა ფუნქციონირებისათვის. გამოდგება საოფისედ, კლინიკისთვის, სასწავლო დაწესებულებისათვის და სხვა კომერციული დანიშნულებით - თქვენი ბიზნესის განსავითარებლად.
შენობა არის 4 სართულიანი, ცენტრალული გათბობის სისტემით, გაგრილების სისტემით, ნათელი ოთახებით, 3 სველი წერტილით, სამზარეულოთი, საკონფერენციო ოთახით, დიდი ვერანდით და პარკინგით.
შენობის ზომაა 465 კვ.მ.
ფასი - $5950 თვეში დღგ-ს გარეშე.