Продается 9 комнатная частный дом в коджори

Продается 9 комнатная частный дом в коджори

375ID: 23541871
კოჯორი
2,532,035
1 м² - 7234
350 м²
Площадь
9
Комната
6
Спальня
3
этаж
1276 м²
Площадь двора

Краткое описание

კოჯორში, ქოროღლის ციხის მიმდებარე პრესტიჟულ ტერიტორიაზე, სრულიად ტყეში ჩაფლული, მდებარეობს გამორჩეული კერძო რეზიდენცია ადგილი, სადაც სიმყუდროვე, ბუნება და მაღალი კლასის არქიტექტურა იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.

სახლი არის ახალი გარემონტებული და სრულად აღჭურვილი: რჩება სრული ავეჯი და ტექნიკა. ეს არის ქონება, რომლის რეალური ღირებულება მილიონ დოლარს აღემატება.

1276 მ² კეთილმოწყობილ ეზოში განთავსებულია რამდენიმე დამოუკიდებელი ნაგებობა:

ავტოფარეხი, აუზის კომპლექსი, საუნა, სავარჯიშო დარბაზი, ჩაის სახლი და სრულფასოვანი საქეიფო სივრცე ყველაფერი ერთ სივრცეში, მაგრამ იდეალურად დაგეგმარებული.

ეზოში შესვლისთანავე გვხვდება დახვეწილად მოწყობილი გარე გარემო. აქვე განთავსებულია სავარჯიშო დარბაზი, ტექნიკური ოთახი კამერებითა და სათავსოებით. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს ჩაის სახლი ვიტრაჟებით გაფორმებული, ბუნებაში გახსნილი სივრცე, სადაც ჩაის დალევა ნამდვილ რიტუალად იქცევა.

სტუმრებისათვის განკუთვნილი საქეიფო სივრცე ნამდვილად გამორჩეულია: პანორამული ხედები სიმწვანეზე და მთებზე, იდეალური გარემო მეგობრებთან დაუვიწყარი საღამოების გასატარებლად.

აუზის ზონა კი ცალკე სიამოვნებაა უზარმაზარი აუზი გათბობის სისტემით, რომელიც ოთხივე სეზონზე გამოსაყენებელია. სივრცეში განთავსებულია საუნა, საშხაპე, სველი წერტილი, ასევე დამატებითი სველი წერტილი გარე ზონაში, რაც მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.

350 მ² ფართობის, სამსართულიანი სახლი მოიცავს 6 საძინებელს. სახლს ორი დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს: ერთი ეზოდან, პირდაპირ სამზარეულოსთან, მეორე კი მისაღებში. ინტერიერი გამორჩეულია თავისი სტილითა და დეტალებით.

პირველ სართულზე განთავსებულია კიბის უჯრედი, სველი წერტილები, სათავსო, ბუხრიანი მისაღები და არაჩვეულებრივი სამზარეულო კუნძულითა და ცალკე სასადილო ზონით.

მეორე სართულზე დაგხვდებათ საოცარი პანორამული ხედები და იშვიათი ფორმის ფანჯრები. აქ არის სამი საძინებელი: ორი საერთო სველი წერტილით და ერთი მასტერ-საძინებელი. იატაკი დაფარულია სამშრიანი პარკეტით. სახლს აქვს იატაკქვეშა გათბობა, რადიატორები და მაღალი ხარისხის დათბუნება რაც კოჯორის კლიმატისთვის იდეალურ პირობებს ქმნის.

მესამე სართულზეც განთავსებულია სამი საძინებელი და ერთი სველი წერტილი. აივნიდან კი იშლება ეზოსა და ტყის ხედები. ყველგან დამონტაჟებულია ბადეები და დაცულია მაქსიმალური სიმყუდროვე.

სახლამდე მისასვლელი გზაც კი განსაკუთრებულ ემოციას იწვევს ტყეში გამავალი ლამაზი გზა და მხოლოდ დაახლოებით 10 სახლისგან შემდგარი დასახლება. აქ სიჩუმე და სიმშვიდე იმდენად ძლიერად იგრძნობა, რომ შეუძლებელია სიტყვებით სრულად აღწერა აქ უბრალოდ იცვლება ადამიანის განწყობა.

მოკლედ, ეს არის უძრავი ქონება მათთვის, ვინც ეძებს ექსკლუზიურობას, ბუნებას, სრულ კომფორტს და ხარისხს.

Дополнительные параметры

статус
Новостройка
состояние
С новым ремонтом
Тип проекта
Нестандартный
Ванные комнаты
3+
ლიკა
Агент
Посмотреть все (64)
ლიკა
Агент

Если информация в объявлении указана неверно, пожалуйтесь