შანხაიზე იყიდება ნათელი, მყუდრო და გამჭოლი, სტუდიოს ტიპის ოროთახიანი ბინა ახალაშენებული კორპუსიიგი მოიცავს ერთ საძინებელსა და ფართო მისაღებ ოთახს, ასევე, ჩაშენებულ სამზარეულოსა და მყუდრო სასადილო ზონას. ბინას აქვს სამი აივანი, ერთი საძინებლის, ორი კი მისაღები ოთახის მხარეს. თანამედროვე ინტერიერი, კარგი განათება და კომფორტული განლაგება იდეალურ საცხოვრებელ პირობებს ქმნის ნებისმიერი ადამიანისთვის. მიმდებარე ტერიტორიაზეა კურაციო, აფთიაქი, სკოლა, მარკეტი, სკვერი და საფეხბურთო მოედანი. ბინა 15 წუთის ფეხის სავალზეა სითი მოლიდან და დელისის მეტროდან. სრულად რჩება ტექნიკა და ავეჯის ნაწილი.ყაზბეგის გამზირი