საგურამო, ახალსოფელი – 3-საძინებლიანი კერძო სახლი დიდი ეზოთი აღწერა: ქირავდება მყუდრო და კომფორტული კერძო სახლი საგურამოში, ახალსოფელში, მშვიდ და მწვანე გარემოში, თბილისიდან დაახლოებით 15 წუთის სავალში. სახლი არის ნაწილობრივ ავეჯიანი, რაც მოსახერხებელია გრძელვადიანი ცხოვრებისათვის და საკუთარი ავეჯის დამატების სურვილის შემთხვევაში. მახასიათებლები: • 3 საძინებელი – 2 საძინებელში ორ-ორი ერთადგილიანი საწოლი – 1 საძინებელში ორადგილიანი საწოლი • საძინებლებს შორის დიდი ჩაშენებული ტანსაცმლის კარადა • ზალა – 50 კვ/მ, ბუხრით • სამზარეულო – 30 კვ/მ • ღია ტერასა – 50 კვ/მ • ნაკვეთი – 1200 კვ/მ • ჭაბურღილის წყალი (ცხელი/ცივი) • გაზი, გათბობა, დენი • ინტერნეტი (Wi-Fi) მშვიდი და უსაფრთხო უბანი.