დაინტერესების შემთხვევაში შემიძლია ბინის ვიდეოს გამოგზავნა. ქირავდება ვეძისში, ყაზახეთის საელჩოსთან, ძალიან პრესტიჟულ ახალაშენებულ კორპუსში 4 ოთახიანი გამჭოლი/კუთხის ბინა (3 საძინებელი და 2 აბაზანა/ტუალეტი). კორპუსი მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, საიდანაც იშლება შესანიშნავი ხედები წყნეთზე, მთაწმინდაზე და ლისზე. ბინა არის ახალი გარემონტებული, რემონტი შესრულებულია უმაღლესი დონის და ძვირადღირებული მასალებით, იტალიური კერამოგრანიტით, მარმარილოთი, ნატურალური ხის შპონით. გერმანული სისტემები: დურავიტი და გროე. კუპერსბერგის და არისტონის ჩაშენებული ტექნიკა და ჭურჭლის სარეცხი მანქანა. მანქანის პარკინგის საკუთარი ადგილი. ბინას აქვს სამი იზოლირებული საძინებელი. აივანი.