ქირავდება 180 მ² კერძო სახლი წავკისის ველში — ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, ქალაქთან ძალიან ახლოს.
ტერიტორია უზრუნველყოფილია 24/7 დაცვით, გამწვანებისა და დასუფთავების სერვისით.
სახლში განთავსებულია იზოლირებული სამზარეულო საკუჭნაოთი, ნათელი მისაღები ოთახი მოქმედი ბუხრით, 4 საძინებელი და 3 სველი წერტილი.
ყველა ოთახიდან შესაძლებელია გასვლა ტერასასა და ეზოში.
ეზოში მოწყობილია აგურით მოპირკეთებული გრილის ღუმელი და იაპონურ სტილში შესრულებული ხელოვნური ჩანჩქერი.
ეზო განსაკუთრებულად გამწვანებულია სხვადასხვა სახეობის დეკორატიული მცენარით, რაც ქმნის სიმყუდროვესა და ჰარმონიულ გარემოს.