იყიდება 3-საძინებლიანი ფართო ბინა საბურთალოზე, მიცკევიჩის ქუჩაზე
სახლი აშენდა 2013 წელს – ხარისხიანი მონოლითური კარკასი აგურის დეკორით. მშვიდი, გამართული და სანდო კორპუსი
ფართი — 120 მ²
გეგმარება კომფორტულია:
• 3 საძინებელუ ოთახი (ყოველი განცალკევებული)
• მისაღები ცალკე
• სამზარეულო ცალკე
• დიდი მიმღები/ჰოლი
• 2 სველი წერტილი (1 სტუმართო, 1 აბაზანა/საშხაპეთი)
• 2 დიდი აივანი – ერთ-ერთის ხედი ქუჩაზე გადის მთაწმინდის /ანძის ხედით.მეორედან კორპუსის ეზო.
ბინის მდგომარეობა
რემონტი გაკეთებულია 2015 წელს. ბინა სუფთა და მოვლილია, თუმცა სჭირდება მსუბუქი კოსმეტიკა – მაგ. საშხაპეს გამოცვლა, ადგილზე შპალერის განახლება და მცირე დეტალები...
იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც დიზაინი სურს მცირე დანახარჯით.
გათბობა
ინდივიდუალური – რადიატორებით.
სახლი და ეზო
• ეზო დიდი, გამწვანებული და კეთილმოწყობილია, არის ბავშვთა მოედანი.
• პარკინგი ეზოში არის – გაჩერება შეიძლება.
• ფუნქციონირებს 2 ლიფტი.
• სუფთა სადარბაზო, რეგულარული დასუფთავება.
• არის საერთო ჩატი და ორგანიზებული სამეზობლო – ყველა საკითხი დროულად წყდება.
ლოკაცია
პრესტიჟული ადგილი საბურთალოზე.
მეტრო „სამედიცინო უნივერსიტეტამდე“ ფეხით დაახლოებით 8 წუთი.
მდებარეობს ყველა საჭირო ობიექტთან ახლოს – კორპუსში აფთიაქი, სურსათის მაღაზიები - ევროპროდუქტი,ორი ნაბიჯი, გვერდით კორპუსში- ნიკორა.
ახლოს ბაღი, სკოლები, კაფეები და სხვა.
ბინის ისტორია
ბინა არასდროს ქირავდებოდა – მუდმივად ერთი ოჯახი ცხოვრობდა. თბილი, ნათელი და ენერგიულად კარგი .
როგორც სახლი, ისე უბანი და გეგმარება ძალიან კარგი არის.
Русский текст