ახლად გარემონტებული 150 მ² ბინა ქალაქის ულამაზესი ხედით. ფართო ჰოლი დიდი კედლის სარკით გადის ნათელ მისაღებ ოთახში, რომელიც სრულად არის მოწყობილი ავეჯით — ტელევიზორი, დივანი,სასადილო მაგიდა და დიდი ხალიჩა. მისაღებიდან გავდივართ სამზარეულოში რომელიც სრულად აღჭურვილია — გაზი, წყალი, ტექნიკა, ჭურჭელი და კომფორტული სასადილო კუთხე დიდი ფანჯრებით. სახლს აქვს ორი საძინებელი: ერთში განთავსებულია ორადგილიანი საწოლი და კარადა, მეორეში — ორ სართულიანი საწოლი, სამუშაო მაგიდა და კარადა. ასევე არის მესამე ოთახი, რომელიც გამოიყენება კაბინეტად, თუმცა მარტივად შეიძლება გადაკეთდეს საძინებლად. სამივე ოთახს აქვს საერთო გრძელი აივანი, მისაღები და სამზარეულო კი სავსეა ბუნებრივი სინათლით. სახლში არის სათავსო, ერთი აბაზანა, სარეცხი მანქანით და კიდევ ერთი სველი წერტილი. სახლი ძალიან ახლოს მდებარეობს მეტროსთან, ირგვლივ ბევრი სასურსათო მაღაზია, კაფე და რესტორანია. მოხერხებული სატრანსპორტო სისტემა გაძლევთ საშუალებას სწრაფად და მარტივად მოხვდეთ ქალაქის ნებისმიერ წერტილში. ეს სახლი იდეალურად აერთიანებს სივრცეს, კომფორტს და პრაქტიკულობას.
📲 დეტალური ინფორმაციისთვის და ბინის სანახავად დამიკავშირდით: