იყიდება 105 კვ.მ. ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლი, რომელიც მდებარეობს ლიკანში (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) ყველაზე გამორჩეულ ლოკაციაზე ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის მიმდებარედ, ე.წ. მეოთხე სამმართველოს ტერიტორიაზე, ლიკანის ისტორიულ პარკთან და რომანოვების სასახლესთან ახლოს. სამ სართულიანი სახლს აქვს ორი საძინებელი ინდივიდუალური სველი წერტილებით, სამზარეულო და მისაღები ოთახი. სახლი ბარდება როგორც მწვანე კარკასის, ისე რემონტის კონდიციით. პროექტის მშენებლობა დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები.