იყიდება 4 ოთახიანი ბინა დიდი ტერასით საბურთალოს რაიონში საირმის ქუჩაზე.
ბინა არის აგურისა და მონოლიტისგან აშენებულ კორპუსში, მაღალი თბოიზოლაციის კოეფიციენტით, მაღალი ჭერით. სახლს აქვს 3 ქუჩაზე წვდომდ, განვითარებული ინფრასტრუქტურით: სკოლები, საბავშვო ბაღები, ხელოვნების გიმნაზია, სასურსათო მაღაზიები, ხილ-ბოსტნეულის მაღაზიები, საკონდიტროები, სილამაზის სალონები, სპორტ.დარბაზი იმავე კორპუსშია; გოძიაშვილის პარკამდე 5 წუთის ფეხით სავალ მანძილზეა .
ბინას აქვს 2 საძინებელი, მისაღები ოთახი, სამზარეულო-სასადილო ოთახი, დიდი ტერასა. ბინას აქბს 2 სრულყოფილი სველი წერტილი (ფრანგული და გერმანული სანტექნიკა, Villeroy & Boch, Creo და ა.შ.). დიზაინერული რემონტი, იაპონური კომპანიის - Daikin-ის ჩაშენებული კონდიცირების სისტემა, ფრანგული ელექტრო გაყვანილობა, ავეჯის უმეტესობა ინდივიდუალურად არის დაპროექტებული და დამზადებული, ინტერიერში არის რამოდენიმე ანტიკვარული ნივთი.
საერთო ფართი: 180 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი - 120 კვ.მ., ტერასა 60 კვ.მ (ნაწილობრივ გადახურული, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ზამთრის ბაღის გაკეთება).