ქირავდება მინიმუმ 1 წლით, კერძო სახლი ეზოთი. სახლი მდებარეობს დაცულ კერძო დასახლებაში, დიღომი 7ში. პარალელურ ქუჩაზე არის სკოლა და ავტობუსის გაჩერება.
სახლს აქვს 4 საძინებელი პირადი სველი წერტილით და საგარდერობე სივრცით. სამზარეულო აღჭურვილია ტექნიკით და ავეჯით, მისაღები ოთახი ბუხრით. პირველ სართულზე არის დამატებითი სველი წერტილი და სატრენაჟორო ოთახი.
სახლში რჩება ყველა ინვენტარი და ავეჯი, შესაბამისად მზად არის საცხოვრებლად.
ეზო გამწვანებულია მარადმწვანე მცენარეებით და ხეხილით.