დიდ დიღომში, ბენდუქიძის დასახლებაში იყიდება 32 კვ.მ. სუფთა და კომფორტული "პირველი ეტაპის" კუთხის დუპლექსი სამზარეულოს სრული ავეჯით, მაღალი ხარისხის ტექნიკით (კონდიციონერით, სარეცხი მანქანით, მაცივრით), გაზის გამათბობლით (ე.წ. "კარმით"), წყლის გამაცხელებლით (ე.წ. "კალონკით"), ჩაშენებული გაზქურით და გასაშლელი დივანით. ამ ბინასთან ერთად იყიდება 20 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ბინის წინ (მანქანის გასაჩერებლად ან/და ეზოს მოსაწყობად). საძინებელ ოთახს, რომელიც განლაგებულია დუპლექსის მეორე სართულზე, აქვს ფანჯარა და აივანი. შესაძლებელია ტანსაცმლის კარად(ებ)ისა და საწოლ(ებ)ის, ასევე სარკიანი ე.წ "ტრილიაჟის" შეტანა. იდეალურია სტუდენტ(ებ)ისთვის. რუსეთისა და სხვა ავტორიტარული სახელმწიფოებისა თუ რეჟიმების მოქალაქეებისთვის მიყიდვა ისევე, როგორც ნებისმიერ ადამიანთან ნასყიდობის ხელშეკრულების გარდა ნებისმიერი გარიგების (მათ შორის გაცვლის ხელშეკრულების) დადება კატეგორიულად არ განიხილება. ნასყიდობის ფასის სრულად გადახდა უნდა მოხდეს მყიდველის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე (გადახდასთან დაკავშირებული სხვა პირობა, გარდა ესქროუ მომსახურების ან/და საბანკო გარანტიის გამოყენებისა) ასევე არ განიხილება. ამ ბინის გაყიდვასთან დაკავშირებით არც მაკლერებთან და არც სააგენტოებთან არ ვთანამშრომლობ, ხოლო გაქირავებასთან დაკავშირებით შესაძლებელია საუბარი იმ პირობით, რომ მაკლერისთვის ან/და სააგენტოსთვის გადასახდელი საკომისიოს ოდენობა არ უნდა აღემატებიდეს ერთი თვის ქირის 50%-ს.