იყიდება 220 კვ.მ. ფართი ლადო ასათიანის 14–ში, ზუსტად ქვემო ბეთლემის ეკლესიის ძირში, 2005 წელს აშენებული კორპუსის პირველ სართულზე საერთო სადარბაზოსგან იზოლირებული ფართი 3 დამოუკიდებელი შესასვლელით. 1 ფანჯარა გადმოდის ასათიანის ქუჩის მხარეს, დანარჩენი ვიტრაჟული ფანჯრები ქვემო ბეთლემის ეკლესიის მხარეს. ამჟამად გატიხრულია ორად, თუმცა შესაძლებელია სხვადასხვა კონფიგურაციები. ცენტრალური გათბობა, დიზაინ–რემონტი. აქვს 55 კვ.მ. დარბაზი. გამოდგება მრავალი საქმიანობისთვის – წყნარი კაფე, გალერეა, სტუდია, ოფისი, სასწავლო ცენტრი, დღიურად გასაქირავებელი აპარტამენტები და ა.შ. საუკეთესო ტურისტული ადგილი ძველი თბილისის გულში