ახალი კერძო სახლი ავჭალაში – დიდი ეზო, ნათელი ოთახები და მყუდრო გარემო. სასწრაფოდ ქირავდება სრულიად ახალი, უცხოვრებელი კერძო სახლი რაგბის სტადიონთან ახლოს მშვიდ, წყნარ და უსაფრთხო უბანში, ცენტრალური გზიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე. ორი სართულიანი, თანამედროვე დიზაინის მქონე კერძო სახლი დიდი ეზოთი, რომელიც იდეალურია ოჯახისთვის ან საოფისედ. პირველ სართულზე განთავსებულია დიდი და ნათელი მისაღები ოთახი, სამზარეულო ზონა ჩაშენებული ავეჯით, საძინებელი, სველი წერტილი, საკუჭნაო და უკანა ეზოში გასასვლელი. მეორე სართული შიდა კიბით არის ასასვლელი — აქ განთავსებულია ოთხი კომფორტული საძინებელი, ერთი დიდი სველი წერტილი და ორი აივანი, მათ შორის ერთი საკმაოდ ფართო და მყუდრო. 🛋 ავეჯი და ტექნიკა სურვილისამებრ დაემატება. ❌ სახლი არ ქირავდება წვეულებებისთვის. ✅ იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს ახალ, კომფორტულ და მყუდრო საცხოვრებელს თბილისში — გარემო, სადაც ყველაფერია მშვიდი ცხოვრებისთვის ან კომფორტული სამუშაო სივრცისთვის. დამატებითი ფოტო და ვიდეო მასალა გაგიზიარებთ პირადში.