სახლი არის ახალ აშენებული, ახალი რემონტით, უცხოვრებელი და აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით. სახლს აქვს საკუთარი ეზო, სადაც შესაძლებელია მანქანის პარკირება. მდებარეობს მყუდრო, წყნარ უბანში, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი მთაწმინდაზე. სახლის 1-ელი სართული არის სტუდიოს ტიპის გაშლილი სივრცე, სველი წერტილითა და 1 სათავსოთი. მე-2 სართულზე განლაგებულია 3 საძინებელი (ერთი საძინებელი გარდერობის ოთახით) და სველი წერტილი აბაზანით. სახლში დამატებითი ავეჯი განთავსდება მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებით.