ქირავდება ბინა კარგ მდგომარეობაში, სუფთა და მოვლილი, ჩაშენებული ავეჯით და ძვირადღირებული Bosch-ის ჩაშენებული ტექნიკით. ბინა არის დაპროექტებული ორნახევარ ოთახიანად და ნახევარ ოთახში გაკეთებულია საძინებელი ორსართულიანი ჩაშენებული საწოლით და ვენტილაციით, მყუდრო ავეჯით. აქვს 10კვ აივანი, იდეალურია გარე აქტივობებისთვის (ჰამაკი,სავარძელბი) აივანი და ბინის ფანჯრები იყურება ზედაზენისკენ და იშლება ულამაზესი პანორამული ხედი. მზე პირდაპირ არასდროს ანათებს აივანს, ამიტომ ყოველთვის მყუდროა. აქვს დიდი აბაზანა და ცენტრალური გათბობა (ეგეც Bosch). ბინა ქირავდება ხანგრძლივი პერიოდით.