თამარაშვილის ქუჩაზე, პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექს არქი ცენტრალურ პარკში, მე-5 სართულზე მდებარეობს 176 კვ.მ-იანი ბინა, რომელიც გამოირჩევა გამჭოლი, ნათელი და კომფორტული სივრცით. უძრავი ქონება თეთრი კარკასის კონდიციაშია. ბინას აქვს ქალაქისა და შიდა გამწვანებული ეზოს ხედები.
ბინის საერთო ფართი 176 კვ.მ-ს შეადგენს, საიდანაც 133 კვ.მ საცხოვრებელი ფართია, ხოლო საზაფხულო (აივნებისა და ტერასის) ფართი 43 კვ.მ. შიდა დაგეგმარება კარგად ორგანიზებულია და მოიცავს 13.4 კვ.მ ჰოლს, 36.6 კვ.მ სტუდიოს ტიპის მისაღებ ოთახს, ოთხ საძინებელს (21, 21, 13 და 12 კვ.მ) და სამ სველ წერტილს, თითოეული 5 კვ.მ. ბინას ორივე მხრიდან აქვს ფართო აივნები და ტერასა.
ინტერიერის დაგეგმარება მაქსიმალურად ფუნქციურია, რაც იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციო მიზნებისთვის. ყველა აუცილებელი კომუნიკაცია უკვე შეყვანილია. საცხოვრებელ კომპლექსს გააჩნია კეთილმოწყობილი სადარბაზო, თანამედროვე სატვირთო და სამგზავრო ლიფტები.
არქი ცენტრალური პარკი წარმოადგენს მაღალი კლასის კომპლექსს, რომელიც იდეალურად აერთიანებს ურბანულ და ბუნებრივ გარემოს. პროექტი მდებარეობს თბილისის ცენტრალურ პარკთან და გააჩნია 6,000 კვ.მ გამწვანებული და კეთილმოწყობილი ეზო, სადაც განთავსებულია სპორტული და საბავშვო ზონები. კომპლექსს ასევე აქვს თანამედროვე ლობი და ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი.
მშენებლობისას გამოყენებულია გერმანული ბრენდის YTONG-ის ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური ბლოკები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგომოხმარებასა და კომუნალურ ხარჯებს. ფასადი მოპირკეთებულია Fundermax-ის უმაღლესი ხარისხის მასალით, რაც შენობის გარე იერს გამორჩეულ ელფერს ანიჭებს.