იყიდება სასწრაფოდ, კერძო სახლი თბილისის საქალაქაო სასამართლოსთან, დიღომში. სახლის წინ და უკან მოვლილი, ხეხილიანი(ალადასტური,ბალი,ვაშლი, ტყემალი) ეზო, ვარდებითა და ხასხასა მწვანე ბალახით. ეზოში დაგებულია ქვაფენა და ასევე არის ორი ონკანი. სახლს უკან აქვს დიდი ვერანდა, რომელსაც შეუძლია შეერთება სახლის ფართის გაზრდის მიზნით. მეორე სართულზე არის 4 საძინებელი და ცალკე საგარდერობე, სველი წერტილი და 2 აივანი. პირველ სართულზეც არის სველი წერტილი, საკუჭნაო, სარეცხი მანქანის ოთახი, სამზარეულო და მისაღები ოთახი. იატაკის გათბობა პირველ სართულზე, მეორე სართულზე - რადიატორები. ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზია, ცხელი წყალი, გაზის ცენტრალური გათბობა. სახლში რჩება ავეჯი და ტექნიკა (ჭურჭლის სარეცხი, ტანსაცმლის სარეცხი, ტელევიზორი, მაცივარი, გაზქურა, ღუმელი, გამწოვი და სხვა).