ქირავდება ახლად აშენებული უცხოვრებელი ბინა პრესტიჯულ, ეკოლოგიურად სუფთა და მყუდრო ადგილზე, თბილისიდან 15 წუთის სავალზე-საგურამო(ნავდარაანთ კარი), გამწვანებული და კეთილმოწყობილი ეზოთი (ქოინდარის, გაზონებისა და ყვავილნარის ავტომატური მორწყვის სისტემა), ეზოში მანქანების საპარკინგე ადგილი 4 მანქანაზე. პირველი სართული ტერასიდან და მეორე სართული ფართე აივნიდან საუკეტესო ხედებით. პირველი სარტულის ტერასაზე მიბმულია საცურაო აუზი 9X3 მეტრეზე. ორსართულიანის სახლი არის ოთხივე მხრიდან განათებული ფანჯრებითა და აივნებით, სახლის პირველი სართულეზე: საცხოვრებელი ტახი ბუხრითა და იატაკის გათბობით რომელიმე სლაიდერის ტიპის ფართე კარებით გადის ტერასაზე, აქვე არის ახალი ბრენდული ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო. (გაზი, ქურა, გამწოვი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა და ასე შემდეგ). პირველ სართულზე არის ასევე შესასვლელი გარდერობით და ასევე ერთი კაბინეტი და სველი წერტილი. პირველი სართული ბუნებრივი ქვით მოპირკეთებული კიბით უკავშირედება მეორე სართულს სადაც არის სამი საძინებელი საკუთარის აივნებით და ორი სველი წერტილი მათგან ერთი ეკუთვნის ერთ საძინებელს- ე.წ.მასტერ ბედრუმი, ბინა ქირავდება სულ მცირე ერთი წლით და მისი ავეჯით აღჭურვა მოხდება პოტენციურ დამქირაველთან შეთანხმებით.