თამარაშვილის ქუჩაზე, არქი ფიჭვების კომპლექსში, ზუსტად ცენტრალ პარკის წინ გთავაზობთ კომფორტულ და გემოვნებით მოწყობილ ბინას 1-ლი ოქტომბრიდან. ბინა მდებარეობს 24-ე სართულზე 26-სართულიან შენობაში და გამოირჩევა ულამაზესი ხედებით ვრცელი ვერანდიდან გადაშლილი ხედი პირდაპირ ცენტრალ პარკზე გადის, რაც ყოველდღიურ ყოფას სიმშვიდესა და სილამაზეს სძენს.
საერთო ფართი მოიცავს ორ სრულფასოვან საძინებელს, ნათელ და ფართო მისაღებ ოთახს, სრულად აღჭურვილ სამზარეულოს, თანამედროვე ტექნიკასა და ყველა საჭირო ავეჯს. ბინაში ყველაფერია იმისთვის, რომ კომფორტულად იცხოვროთ ჭურჭლისა და სარეცხი მანქანიდან დაწყებული, კონდიციონერით დამთავრებული.
განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ვერანდა 15 კვადრატული მეტრის სივრცე, რომელიც განტვირთვის იდეალური ადგილია.
კორპუსში ორივე ტიპის ლიფტია სამგზავროც და სატვირთოც, რაც მოსახერხებელია ყოველდღიური გადაადგილებისთვის. ბინას ახლავს უსაფრთხო სადარბაზო და მოწესრიგებული საერთო სივრცეები.
ფასი შეადგენს 1000 აშშ დოლარს თვეში. ცხოველების შეშვების შემთხვევაში წინასწარ მოითხოვება 500 დოლარის ოდენობის დეპოზიტი. (148)