იყიდება მიწის (უძრავი ქონება) ნაკვეთი, ზუგდიდი რუსთაველის ქუჩაზე, ანაკლია-ზუგდიდის ცენტრალურ გზაზე, აღნიშნულ ობიეტქზე №1 შენობაზე (ორსართულიანი სახლი) უკვე გაცემულია დემონტაჟის ნებართვა, შეგიძლიათ დაშალოთ და გამოიყენოთ მეორად სამშენებლო მასალად.
ასევე, ამ მიწის (უძრავი ქონება) ნაკვეთთან დაკავშირებით განვიხილავ ნებისმიერ სხვა კომერციულ შემოთავაზებას.
მიწის ნაკვეთზე შეყვანილია ყველანაირი კომუნიკაცია (გაზი; წყალი; კანალიზაცია და ელ. ენერგია - დამატებით 3 ფაზიანი მრიცხველით), ასევე ნაკვეთს გააჩნია დამატებით ინდივიდუალური ჭა.
აღნიშნულ უბანში, კომუნიკაციები და სხვა ინფრასტრუქტურა ახალი რეაბილიტირებულია (2019-2021წწ).
ქალაქ ზუგდიდის ახალი განაშენიანების გეგმის თანახმად, დაგეგმილია მისი განვითარება სატრანსპორტო კუთხით, ტურიზმისა და ვაჭრობის ახალი კონცეფციის გათვალისწინებით, რაც აღნიშნულ ადგილს მისი პერსპექტიულობიდან გამომდინარე უფრო საინტერესოს და მიმზიდველს ხდის.