ქირავდება სახლი წოდორეთში .
გთავაზობთ მყუდრო საცხოვრებელს, რომელიც მდებარეობს ულამაზეს გარემოში, პირდაპირ ტყის ნაპირზე — აქ ბუნება თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდება.
სახლი აშენებულია თანამედროვე სტანდარტებით, სრულად გარემონტებულია და აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით, რაც მოგცემთ საშუალებას დაუყოვნებლად იცხოვროთ კომფორტულად, ყოველგვარი დამატებითი დანახარჯის გარეშე.