იყიდება ლისზე, ახალ დასახლებაში, სამ სართულიანი კერძო სახლი.
ახალ აშენებული, ახალი გარემონტებული. დიდი ვერანდებითა და მოპირკეთებული ეზოთი.
სახლი არის 490 კვადრატული მეტრი.
მეორე და მესამე სართულებზე აქვს 5 საძინებელი (აქედან 1 მასტერ ბედრუმი), 3 სველი წერტილი, დიდი მისაღები და სამზარეულო.
პირველ სართულზე არის დამატებით დიდი მისაღები 2 ოთახი და 1 სველი წერტილი. ასევე 2 მანქანაზე გათვლილი ავტოფარეხი. სრულ რემონტამდე სახლს აკლია მხოლოდ შიდა კარები, გათბობის ქვაბი და რადიატორები, ჭაღები და ჩამრთველები. სახლი ნაშენია უმაღლესი ხარისხის მასალებით, აქვს მთლიანი თერმოიზოლაცია (დათბუნება), აქვს უმაღლესი ხარისხის კარფანჯარა ენერგოეფექტური შუშებით. ეზო შემოღობილია კაპიტალური ფასადური ბლოკის ღობით. ეზო მოპირკეთებულია მოზაიკური ბეტონის ფილებით. ყველა მასალა რაც გამოყენებულია არის ევროპული და საუკეთესო ხარისხის.
არის ძალიან მყუდრო და ნათელი სახლი.
კომფორტული გარემოა და მოსახერხებელი ლოკაცია. იდეალურია საცხოვრებლად.