ქირავდება პრემიუმ კლასის გარემონტებული კომერციული ფართი, რომელიც მდებარეობს ვაკე-საბურთალოს რაიონში, იპოდრომის პარკის წინ, კომპანია „დომუსის“ მიერ აშენებული თანამედროვე კომპლექსის მაღალჭერიან პირველ და მეორე სართულზე და გააჩნია წვდომა როგორც ინდივიდუალური შესასვლელიდან საკუთარი ლიფტით, ასევე ცენტრალური შესასვლელიდან.
ფართში დამონტაჟებულია საკუთარი ლიფტი, ცენტრალური გათბობა, გაგრილების სისტემა, ვიდეო კამერები და სახანძრო სისტემა, 4 სველი წერტილი, კეთილმოწყობილი სამზარეულო და 7 საპარკინგე ადგილი.
ფართი შედგება შემდეგი ნაწილებისგან პირველი სართული: შიდა ფართი 150 კვმ, ანტრესოლი 100 კვმ. მეორე სართული: შიდა ფართი 280 კვმ, ტერასა 60 კვმ.