იყიდება საკუთარი სახლი, თეთრი კარკასი.
ძირითადი სამშენებლო, კონსტრუქციული ნაწილი დასრულებულია, საჭიროა სარემონტო/მოსაპირკეთებელი სამუშაოები, ავეჯი და ტექნიკა (სურვილის შემთხვევაში, თქვენთამ შეთანხმებით, 30 დღეში, შემიძლია სრულად დავასრულო).
შესრულებული სამუშაოები: წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, გაზი, ელექტროობა, ალუმინის კარფანჯარა გარე პერიმეტრზე, იატაკქვეშა გათბობა (1-2 სართულზე), კაფელ-მეტლახი ვანა-ტუალეტებში + დამხმარე სველ წერტილში (სამრეცხაო). სახლი სრულად შელესილია და შეღებილი, ეზო მოპირკეთებულია (სავალი ნაწილები), გაკეთებულია გალავანი სრულ პერიმეტრზე. ჩაყენებულია რკინის ჭიშკარი (გასაგორებელი) + ეზოს რკინის კარი, დასხმულია ბეტონი და გაყვანილია კომუნიკაციები ეზოში დამატებითი ფართისთვის. მესამე სართული გათვლილია ზამთრის ბაღისთვის, გასავლელით დიდ ტერასაზე, საიდანაც იშლება ლამაზი ხედები.
ვარ მეპტრონე და ინტერესის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შემიძლია გაჩვენოთ და ადგილზე დავილაპარაკოთ.