აღწერა:
ქირავდება სუფთა, მყუდრო და კომფორტული „მარიკას აპარტამენტი“ ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩის მე-3 ჩიხში.
ბინა მდებარეობს მშვიდ, წყნარ უბანში და ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 600 მეტრშია (ფეხით სულ რამდენიმე წუთის სავალზე), რაც გადაადგილებას ძალიან მარტივს ხდის.
აპარტამენტი აღჭურვილია ყველა საჭირო და აუცილებელი ინვენტარით თქვენი კომფორტული დასვენებისთვის:
სწრაფი Wi-Fi და ტელევიზორი
კონდიციონერი და ცენტრალური გათბობა
სარეცხი მანქანა
ყოველთვის სუფთა თეთრეული, პირსახოცები და ჰიგიენური საშუალებები.
ბინა გათვლილია 2 პერსონაზე. იდეალურია როგორც ტურისტებისთვის, ასევე ქალაქის სტუმრებისთვის.
დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს, ბინა თავისუფალია! 598459804 მარიკა