მათთვის ვისაც ნამდვილი მთის ჰაერი, პროდუქტი, წყალი, ხილი და ბალახის/ტყის სურნელი უყვარს. ბავშვების და მოზარდების დასასვენებლად და გასაზრდელდ. 1200 მეტრი ზღვის დონიდან. ნაკვეთი არის სწორი, ვაკე, ოდნავი, რამდენიმე გრადუსიანი დახრით 2-3%. იყიდება როგორც ერთად, ჯამში 5200 მ ისე ცალცალკე. იმიჯნება 800-800 კვადრატებად. რეგიონში მიმდინარეობს გამალებული განვითარება, დაიგო ასფალტის გზები, მოეწყო საწვიმრი არხები, ნაგვის ბუნკერები და ქუჩის განათებები, წყლის ქსელი გამოიცვალა და საინვესტიციოდ ასევე დასასვენებლად არის იდეალური. ზაფხულში სასიამოვნო სითბო, ღამით სიგრილე, ზამთარში თოვლი. ვისაც ნადირობა და თევზაობა უყვარს არის შესაბამისი ადგილები.
სოფელში არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - დავათის ღვთისმშობლის ეკლესია, 6-7 საუკუნით დათარიღებული. ბაზალეთის ტბა 15 წთ სავალზე, სიონის ტბა 30-35წთ, დუშეთი 10-15წ. ბულაჩაურის სახინკლე 5-7წთ. არაგვი - 5წთ. კომუნიკაციები არის ნაკვეთთან ახლოს. ასევე ახლოსაა ახალი მოწყობილი საბავშო გასართობი მედანი. რეგიონი მდიდარია მიწსქვეშა წყლებით და წყაროებით.
დავათი, ხიზნები, ლაფანაანთკარი, თიანეთი.