იყიდება ახალ აშენებული კერძო სახლი სოფელ წინამძღვრიაანთ კარსა და ბიწმენდის საზღვარზე, ახალ დასახლებაში. მშვიდ, ძალიან ლამაზ ადგილას, ულამაზესი ხედით. სახლის საერთო ფართობი არის 264, ხოლო ეზოს ფართობი 750კვ. მეტრი. სახლი დგას 15 კოლონაზე, ინდივიდუალური “ბალიშებით”, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ლენტური საძირკველით. არის 2 სართულიანი, აქვს სარდაფი, 3 საძინებელი: ორი საძინებელი პირველ სართულზე, ხოლო მეორე სართულზე არის მასტერ საძინებელი. ყველა სახის კომუნიკაცია სახლში შეყვანილია. შიდა ინტერიერი მწვანე კარკასის მდგომარეობაშია, კედლები დათბუნებულია და გაკრულია Knauf -ის თაბაშირ-მუყაო. გათბობის მილები დაქსელიალია მთელს სახლში, სველ წერტილში არის იატაკის გათბობა. ასევე დაქსელილია წყლის მილებიც. უმაღლესი ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯარა, დაკომპლექტებულია ენერგოეფექტური მინაპაკეტით, სახურავად გამოყებეულია მაღალი ხარისხის შინგლი. სახლის გარე ფასადი დასრულებულია შეღებილია წყალმედდეგი საღებავით. ეზოში დაგხვდებათ ლეილენდის ჯიშის კვიპაროსების ღობე. ეზოში შესასვლელი ორი მხრიდან არის, თქვენი სურვილის მიხედვით შეგიძლიათ დასრულება. ეზოს პერიმეტრის სამეთვალყურეობოდ დამონტაჟებულია ინტერნეტ კამერები, რომელთა საშუალებითაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლებთ გაკონტოროლებას.