საგურამოში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილას, შანკევანში გთავაზობთ სახლს ულამაზესი 360 გრადუსიანი ხედით. გმირთა მოედნიდან დაშორებულია 32 კმ-ით, ხოლო საგურამოს ცენტრიდან 5 წუთის სავალზე.
არის ახალი აშენებული 2 სართულიანი, მიწის ფართობი მოიცავს 1500 კვ.მ., სახლი არის 250 კვ.მ. საიდანაც საცხოვრებელი ფართია 185 კვ.მ. ხოლო დანარცენი უკავია სხვენს რომლის ამჟამად გამოიყენება როგორც სათავსო. სახლიდან იშლება უნიკალური ხედი ყაზბეგის მთაზე.
გეგმარებით: პირველ სართულზე დიდი მისაღები სადაც ფუნქციონირებს ბუხარი, იზოლირებული სამზარეულო, სველი წერტილი.
მეორე სართულზე ჰოლი, 4 საძინებელი აქედან ერთი საკუთარი სველი წერტილით და ერთი გათვლილია დანარჩენი საძინებლებისთვის.
აქვს ტერასა და აივნები.
ბინა გარემონტებულია ,აღჭურვილია ავეჯით და ტექნიკით, კარგად შერჩეული დიზაინი ქმნის ძალიან მყუდრო და სასიამოვნო გარემოს.
ეზო ამ ეტაპზე მოსაწესრიგებელია მაგრამ მესაკუთრის მიერ მოეწყობა ძალიან მოკლე დროში.