იყიდება მიწის ნაკვეთი ყვარლის მუნიციპალიტეტში ( ქინძმარაულის მიკრო-ზონა )
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერში, ცენტრალური ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი ასფალტირებული ტრასიდან 1 კმ-ის მოშორებით. მიწის ნაკვეთი მთლიანად შეღობილია ეკლიანი მავთულით.
მიწის საერთო ფართია 35 ჰექტარი.აქედან 21 ჰექტარზე გაშენებულია 24-წლიანი,სრულმოსავლიანი ანაკლიური ჯიშის თხილის ბაღი, წვეთოვანი სისტემით გაწყობილი და 50 ტონა მოცულობის წყლის რეზერვუარებით; ასევე, 7 წლის საფერავის ჯიშის სამი ჰექტარი ვენახი, უჟანგავი ლითონის ბოძებზე გაწყობილი, წვეთოვანი სისტემით; 3 ჰექტარი რქაწითელის ჯიშის 9-წლიანი ვენახი, აკაციის ხის ბოძებზე გაწყობილი. ნაკვეთში არის 2 ჭაბურღილი და 1 ჭა- ორივე მუშა მდგომარეობაში და მოქმედი. ნაკვეთს აქვს საკუთარი ავტონომიური მყარი ცემენტის ბოძზე გაწყობილი დენის ხაზი(3 ფაზა). 1 ჰექტარზე გაშენებულია ყველანაირი ხილის მსხმოიარე ხეხილის ბაღი, მათ შორის 70 ძირი 6-წლიანი კაკლის ხეები. ნაკვეთში მდებარეობს 500კვ.მ-ის მყარი, საფუძვლიანად გაკეთებული ფარდული, თხილის შრობა-დაბინავებისთვის.(გამოყენებული მასალა ე. წ. ,,ტრუბა კვადრატი’’და ხარისხიანი თუნუქი); სამეურნეო ტექნიკისათვის განკუთვნილი დამხმარე ნაგებობა-120 კვ.მ; მომსახურე პერსონალისათვის მოსასვენებელი ღია ნაგებობა. ნაკვეთშივე არის 1000კვ.მ. ე.წ. საფაზენდე სივრცე,ასევე გაშენებული ხეხილით. ერთ ჰექტარზე გაშენებულია სხვადასხვა ჯიშის მარწყვის მსხმოიარე პლანტაცია. 8 ჰექტარი თავისუფალი მიწის ფართი-სხვადასხვა ნარგავების გასაშენებლად; 2 საყარაულო ვაგონი; ნაკვეთს ესაზღვრება იფნის ხეების ქარსაცავი ზოლი. ნაკვეთთან ერთად იყიდება სხადასხვა სამეურნეო ტექნიკა. ნაკვეთიდან მთელ პერიმეტრზე ჩანს კავკასიონის წარმტაცი მთები. თხილის საშუალო წლიური მოსავალია 30-40 ტონა, ორივე ჯიშის ყურძნის საშუალო წლიური მოსავალი კი- 80-100 ტონა.
გასაყიდი მიწის კვ. მ.-ის ღირებულებაა 6 დოლარი
დარეკეთ მითითებულ ნომერზე 595 352 222