ფასი: ივლისი-130 ლარი, აგვისტო-140 ლარი. ქირავდება არანაკლებ 5 დღისა! მყუდრო, ფერადი და მზიანი ბინა 46 კვ.მ აივნით, მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროდან 3 წუთის სავალზე (ნაპირდან 150 მეტრში). ბინაში თავისუფლად განთავსდება 3 ადამიანი (2 საწოლზე და 1 დივანზე). ახალი შენობა. თანამედროვე რემონტით 22 სართულზე. ბინაში არის ყველა საჭირო პირობა კომფორტული დასვენებისთვის.
ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ყოფნა Mandar Innში დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ!
კარგი ძილი დასვენებისას მნიშვნელოვანი ელემენტია, ამიტომ ჩვენ ავირჩიეთ კარგი ლეიბი ბამბის თეთრეულით.
ადგილზე დაგხვდებათ: პირსახოცები, თეთრეული, და ჰიგიენის საშუალებები, სამზარეულოში კი ყველაფერს, რაც დაგჭირდებათ სადილის მოსამზადებლად: ქვაბი, დანაჩანგალი, ტაფები, თეფშები და ჭიქები. არის გაზქურა, მიკროტალღური ღუმელი, გამწოვი და მაცივარი.
ბინა ასევე აღჭურვილია სარეცხი მანქანით, კონდიციონერით, ცენტრალური გათბობით და 40 დიუმიანი ბრტყელეკრანიანი ტელევიზორით საკაბელო ტელევიზიით.
აივანზე არის ტანსაცმლის საშრობი და მაგიდა სკამებით, ასევე უთო და საუთოო მაგიდა.