სახლი მდებარეობს ქალაქის ცენტრში, მთაწმინდაზე, ისტორიულ უბანში, უზენაესი სასამართლოს გვერდით. სახლი არის კაპიტალური და მყარი. ბინა წარმოადგენს სრულიად კაპიტალურ დაშენებას, (45 სართული) აშენდა 4 წლის წინ, ბინა ექსპლუატაციაში მიღებულია და რეესტრში გატარებულია. ბინის საერთო ფართი არის 443 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი არის 171 კვ.მ. ბინაში არის 4 სველი წერტილი + სამრეცხაო, სამი საძინებელი, დიდი მისაღები 4 მეტრიანი ჭერით. სამზარეულოსასადილო, ორი საგარდერობე ოთახი, ერთი პატარა ოთახი (საწყობი). აივნებიდან და ტერასებიდან არის ულამაზესი ხედები ყველა მხარეს.