ქირავდება მყუდრო და კომფორტული ოთახები, ულამაზეს მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერთან ძალიან ახლოს, ბუნებით გარშემორტყმული კერძო სახლის მეორე სართულზე, ცალკე შესასვლელით. საოჯახო სასტუმროში სულ არის 2 სამკაციანი ოთახი (50ლარი) და 3 ორკაციანი(60ლარი). ყველა ოთახს აქვს საკუთარი სველი წერტილი. ადგილზეა ჰიგიენური საშუალებები. საერთოა მხოლოდ საჭირო ინვენტარით აღჭურვილი მისაღები და პატარა სამზარეულო. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამწვანებულ ეზოში შეწვათ მწვადი და სუფთა ჰაერზე მიირთვათ. საუკეთესო ადგილია ქალაქის ხმაურისგან გასარიდებლად.