ქირავდება მყუდრო კოტეჯი ულამაზეს მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრიდან 300 მეტრში, გამწვანებული ეზოში. კოტეჯში დაგხვდებათ ყველაფერი, რაც თქვენი კომფორტული დასვენებისთვისაა საჭირო: ცალკე საძინებელი, სველი წერტილი და სტუდიოს ტიპის მისაღები კონდიციონერით. სამზარეულო აღჭურვილია მაცივრით, მადუღარათი და ჭურჭლით. ადგილზეა ჰიგიენური საშუალებები. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ეზოში შეწვათ მწვადი და სუფთა ჰაერზე მიირთვათ. საუკეთესო ადგილია წყვილისთვის ან მეგობრებისთვის, ვისაც ქალაქის ხმაურისგან გარიდება და ამავდროულად უამრავი ღირსშესანიშნაობის დათვალიერება სურს.