ქირავდება 2 სართულიანი სახლი, სარდაფით და გამწვანებული ეზოთი. გათვლილია 10 ადამიანზე. პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები, სამზარეულო, 1 საძინებელი თავისი სველი წერტილით, ასევე 1 დამოუკიდებელი სველი წერტილი და აივანი. მეორე სართულზე არის ჰოლი, 4 ოთახი და დამოუკიდებელი სველი წერტილი. ყველა ოთახს აქვს გასასვლელი აივანზე. სარდაფში განთავსებულია ასევე 2 დიდი ოთახი. გამოდგება საწყობად/სათავსოდ. სარდაფს ჩასასვლელი აქვს როგორც შიდა სივრციდან, ასევე ეზოდანაც. ეზოში არის გარე სამზარეულო, გარე ბუხარი, გადახურული ავტოსადგომი. ეზო გამწვანებულია, როგორც დეკორატიული მცენარეებით, ასევე ხეხილით. პირველი და ბოლო თვის წინასწარი გადახდით.