სახლის მდგომარეობა საკმაოდ კარგია, რემონტი მშვენიერ მდგომარეობაშია. ყველანაირი კომუნიკაცია იდეალურად მუშაობს. ტელევიზია, ტელეფონი, ინტერნეტი ყველაფერი შემოყვანილია. პირველ სართულზე ბუხრით, მოვლილი ეზოთი და აივნით. სახლს აქვს სათავსო/მარანი, რომელიც, ასევე, გარემონტებულია. ეზოში დაგხვდებათ გარგარი, მსხალი, ვარდები და კიდევ სხვა მცენარეები. ასევე, მოწყობილია ოთხფეხა მეგობრისთვის ცალკე გამოყოფილი ფართი. ფასზე დალაპარაკება შეიძლება. ავეჯისა და ტექნიკის დატოვება-არ დატოვების საკითხიც შესაძლებელია, განვიხილოთ. გაცვლაზეც დავფიქრდები შესაბამისი შემოთავაზებიდან გამომდინარე.