ქირავდება ამერიკის საელჩოს სტანდარტებით აშენებული 3 სართულიანი საცხოვრებელი სახლი პრესტიჟულ დასახლებაში დიღომი 7 ში. 0 სართულზე განთავსებულია მთლიანი სარდაფი ,პირველ სართულზე მისაღები ოთახი ბუხრით, კაბინეტი, სამზარეულო (ყველა საჭირო ტექნიკით) და აბაზანა საპირფარეშო. მეორე სართულზე 3 საძინებელი, ერთი საკუთარი აბაზანა საპირფარეშოთი, მეორე კი საგარდერობო ოთახით და მეტალის კარით. ასევე ცალკეა აბაზანა საპირფარეშო, სამრეცხაო და საგარდერობო ოთახი. სახლის ყველა ოთახი სრულად აღჭურვილია საჭირო ტექნიკით და ავეჯით. არის ცენტრალური გათბობა და 6 კონდიციონერი. სახლს აქვს გისოსები, ელექტრო ჭიშკარი, საბოილერო და წყლის რეზერვუარის ოთახები, ეზო მოპირკეთებულია ქვაფენილით და არის ხეხილის ნარგავები.