HOMESELFIE _ მომსახურება, რომელიც წარმოაჩენს შენი ქონების საუკეთესო მხარეს, გაძლევს საშუალებას გაყიდო, გააქირაო ან დააგირაო უფრო სწრაფად და ოპტიმალურ ფასად.
ისარგებლე MYHOME-ის მომსახურებით HOMESELFIE და აჩვენე შენი ქონების საუკეთესო მხარე. შეუკვეთე პროფესიონალური ფოტო-ვიდეო ტური და მიიღე შენი განცხადების ნამდვილობის დამადასტურებელი ნიშანი ჩვენს ვებგვერდზე. გახადე შენი განცხადება უფრო მიმზიდველი და მიიღე საუკეთესო შედეგი.
ჩვენი პროფესიონალი ფოტოგრაფი, შესაბამისი აღჭურვილობით, გეწვევა და გადაიღებს შენი ქონების ფოტო-ვიდეო ტურს, მოგცემს კვალიფიციურ რჩევებს, როგორ უნდა წარმოაჩინო შენი ქონების საუკეთესო მხარე.
ჩვენი პროფესიონალი ვიდეოგრაფი გეწვევა შესაბამისი აღჭურვილობით და გადაიღებს შენი ქონებას ფოტო-ვიდეო ტურს. დრონით გადაღება მოიცავს ქონებას, მისი მიმდებარე ტერიტორიის და მასთან მისასვლელი გზის სრულ ტურს.
HOMESELFIE-ით სარგებლობისას დასაჩუქრდები MYHOME-ის ფასიანი სერვისებით (VIP, VIP+ ან SUPER VIP და განახლება), რისი დახმარებითაც შენს ქონებას საშუალოდ 3-ჯერ მეტი ადამიანი გაეცნობა.
MYHOME-ის წარმომადგენელი გადაამოწმებს განცხადებაში მითითებულ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში განაახლებს მონაცემებს ვებგვერდზე. ქონების მიენიჭება სპეციალური დადასტურების ნიშანი, რაც შეთავაზებას გახდის უფრო სანდოს და მოგცემს საშუალებას, მიიღო საუკეთესო შედეგი.
Указана акционная цена
ПриобрестиУказана акционная цена
ПриобрестиУказана акционная цена
Приобрестиსერვისის ღირებულების გადახდა შეგიძლია MYHOME-ის ბალანსით.
MYHOME-ის დადასტურების ნიშანი მიუთითებს, რომ შენ მიერ განთავსებული განცხადება გადამოწმებული და დაზუსტებულია ჩვენი გუნდის მიერ.
სერვისის მისაღებად, შენი მხრიდან საჭიროა, მხოლოდ სურვილი და იმ უძრავი ქონების ფოტო-ვიდეო გადაღებისთვის მოწესრიგება, რომლის გაყიდვა, გაქირავება ან დაგირავებაც გსურს.
მომსახურების შეძენიდან 48 საათის განმავლობაში, ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშრდება და შეგითანხმებს ვიზიტის დროს. ფოტოგადაღება ხდება სამუშაო დღეების განმავლობაში, 10:00-დან 19:00-მდე.
გადაღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია უძრავი ქონების ტიპზე და შეადგენს საშუალოდ 1-2 საათს.
სერვისით სარგებლობის ფასი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა ბონუს პაკეტები გაგიაქტიურდებათ ფოტო-ვიდეო გადაღებასთან ერთად. ამჟამად, მოქმედებს სააქციო ფასი და სერვისის ღირებულება მერყეობს 20-40 ლარამდე.
შენ მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენი ფოტოგრაფი გამოგიგზავნის შენი ქონების სრულ ფოტო-ვიდეო ტურს, მასალაზე დატანილი იქნება MYHOME-ის ლოგო.
დრონით გადაღება რეკომენდირებულია აგარაკებისა და სახლებისთვის. ეზოებს, მისასვლელ გზებსა და ხედებს იდეალურად წარმოაჩენს ჩვენი სერვისი.
ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ გაძლევთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას. მეტი ინფორმაცისათვის იხილეთ.
Cookie პოლიტიკა
Пользовательское соглашение